ანა ვერულაშვილი
2014 წელი, 4 მარტი ისტ ტრენინგი
Thursday, February 14, 2019
Friday, February 8, 2019
Tuesday, March 11, 2014
Saturday, March 8, 2014
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია, ფოტო ნიმუშები გრაფიტის
შესახებ. შეიქმნან გრაფიტზე წარმოდგენები.
პროქტის
აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან გრაფიტის წარმოშობის და განვითარების
ისტორიას და საჭიროებებს. გაიღრმავებენ ცოდნას და დაფიქრდებიან საკუთარ ქმედებებზე.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობის
უნარი. გამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების,
დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისთვის.
მონაწილეთა
ასაკი: 12/13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
4 კვირა.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: იქმნება ჩანაწერები,
ფოტომასალა. მოძიებული მასალა დახარისხდება, შეიქმნება პრეზენტაცია Power point -ში
, მოსწავლეები წარადგენენ აუდიტორიის წინაშე.
მასალა გამოქვეყნდება ბლოგზე, ლემილში.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი,
პროექტორი.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. პროექტის
იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
2. ჯგუფებად
დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
3. კონკრეტული
დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
4. ჯგუფების
ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი
მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი
ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
5. მოძიებული მასალის დახარისხება.
6. საბოოლოო
შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა.
თითოეული ჯგუფი
წარადგენს თავიანთ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის
სახით.
7. შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ
როგორ იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა და წვლილი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების
გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკაში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
(ისტ/ინტერნეტის) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ-ს ამა, თუ იმ მასალის/ტექსტის
შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·
იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.
პროექტის
ხელმძღვანელი: ანა ვერულაშვილი
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: www.verulashviliana.blogspot.com
Tuesday, March 4, 2014
ისტ ტრენინგი X დღე
დღეს არის ისტ-ის ტრენინგის - X დღე. მნიშვნელოვანი დღეა, დამწყები ბლოგერებისთვის ანუ ჩვენთვის. დღეს ვისწავლეთ ბლოგში სურათების გადატანა, ფონის შეცვლა.
ანა ვერულაშვილი
ანა ვერულაშვილი 30 წლის, სპეციალობით ანგლისტი. სამუშაო ადგილი _ 175-ე საჯარო სკოლა და შპს "ლაშარი". მყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი ქალიშვილი 12 წლის თათია, მეორე 7 წლის თეკლა და პატარა ზაზუკა. მეუღლე ზვიად მუხადგვერდელი .
Subscribe to:
Posts (Atom)